ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის "წლის აღმოჩენის" ნომინაციაზეა წადგენილი

© https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion?fref=tsვასილ ლობჟანიძე
ვასილ ლობჟანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო რაგბის ისტორიაში ლობჟანიძემ თავისი სახელი, როგორც მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, უკვე ჩაწერა.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო რაგბის მიერ დაწესებულ ჯილდოზე – „წლის აღმოჩენა“– ქართველი მორაგბე ვასილ ლობჟანიძეა წარდგენილი.

ქართველ სპორტსმენთან ერთად, დებიუტანტ მორაგბეთა ნომინაციაში დასახელებულნი არიან შოტლანდიელი შუამარბი მარქ ბენეთი და ახალზელანდიელი ფრთის მოთამაშე ნეჰე მილნერ-სქადერი. 

ნომინანტები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი ჯორჯ გრეგანი, არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფელიპე კონტეპონი და ასევე სამი სპორტული ჟურნალისტი – სტეფან ჯოუნსი, სარა მოკფორდი და ჯიმ კეისი შევიდნენ.

საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
ქართველი რაგბისტები მსოფლიო თასის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩართეს

„სამივე ნომინანტი წლევანდელ მსოფლიო თასზე სხვადასხვა კუთხით გამოირჩეოდა. მათი დებიუტი არაჩვეულებრივად შედგა და უდიდესია თითოეული მათგანის წვლილი იმაში, თუ როგორ წარდგნენ მათი გუნდები ამ მსოფლიოზე“, – განაცხადა ჯორჯ გრეგანმა.

მსოფლიო რაგბის ისტორიაში ლობჟანიძემ თავისი სახელი, როგორც მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, უკვე ჩაწერა. ვასილ ლობჟანიძე 1996 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. როდესაც C ჯგუფის პირველ მატჩში საქართველო ტონგას დაუპირისპირდა, 18 წლის მორაგბემ ნაკრების სახელით მინდორზე გამოსვლით ამერიკელი ტრეტონ პალამოს რეკორდი მოხსნა. 

ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ გამარჯვებული 1 ნოემბერს, ლონდონში, მსოფლიო რაგბის დაჯილდოებაზე გამოვლინდება.


ყველა ახალი ამბავი
0