ბურჯანაძე საქართველოს მთავრობას არაკომპეტენტურობასა და უსუსურობაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ის რომ ნაცმოძრაობა ყველაფერზე წამსვლელია - ეს ერთია, მაგრამ საქმის აღძვრა ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ხელისუფლებას ცოტა არ იყოს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. იმდენი არაკომპეტენტურობა და უსუსურობაა ამ ხელისუფლებაში, რომ საეჭვოა განგებ ხომ არ აკეთებენ ამას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ  თავი  სასაცილო სიტუაციაში ჩაიყენა იმით რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, შეთქმულების მუხლით, — განაცხადა  პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

 შაბათს, საქართველოს შსს-მ განაცხადა რომ დაიწყო გამოძიება ხელისუფლების მიტაცების მიზნით, შეთქმულების თაობაზე, რომელიც მედიის ცნობებს ეყრდნობოდა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით. იმავე დღეს დაკითხვაზე იქნა დაბარებული საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა შეთქმულებაზე.

 „ის რომ ნაცმოძრაობა ყველაფერზე წამსვლელია — ეს ერთია, მაგრამ საქმის აღძვრა ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ხელისუფლებას ცოტა არ იყოს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. იმდენი არაკომპეტენტურობა და უსუსურობაა ამ ხელისუფლებაში, რომ საეჭვოა განგებ ხომ არ აკეთებენ ამას“, — განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ორშაბათს, 26 ოქტომბერს. 

 მანამდე ზოგიერთმა უკრაინულმ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა  და საქართველოს უშიშროების საბჭოს ექს-მდივნის გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, სადაც განიხილეს უახლოეს დღეებში,  „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის მსვლელობისას, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმები. 


ყველა ახალი ამბავი
0