თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უსაფრთხო გარემო მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით მიიღწევა, — განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს და მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებასა და პოლიტიკური მოსაზრებებით თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია. ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე მიიღწევა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება – მთავარი ელემენტებია და გარწმუნებთ, ჩვენი მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს ამ უფლებების დაცვაზე“, — განაცხადა ღარიბაშვილმა ფორუმზე.