ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

© Ministry of Defence of Georgiaჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრთა კაბინეტს და შეაფასებს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დააახლოებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოში  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ გავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ჯეიმს აპატურაი (James Appathurai) ჩამოვიდა, იუწყება ქართული მედია ორშაბათს, 26 ოქტომბერს.

ნატოს კვირეული საქართველოში, რომლის მიზანიც ალიანსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაა, 25 ოქტომბერს გაიხსნა. თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდული კონფერენცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. 

დაგეგმილია ასევე ნატოს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს გახსნა ქალაქ გორში.

ნატოს წვრთნები - Sputnik საქართველო
ჰოჯესი: ნატო პატივს სცემს რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებებს

„მე აქ ორი მიზეზის გამო ჩამოვედი, რომელთაგან ერთი – ნატოს კვირეულია, რომელიც უკვე დაიწყო. მე კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. პირველად წავალ გორში და იქ დაგეგმილ ღონისძიებებშიც მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა აპატურაიმ.

გარდა ამისა, ნატოს წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრთა კაბინეტს და შეაფასებს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დააახლოებს.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0