„რუსთავი 2“–ის შენობა ვიდეოკამერებით გაკონტროლდება

© photo: courtesy of Rustavi2"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მორიგეობს. ვიდეოკონტროლი ასევე ხორციელდება „ტელეკომპანია საქართველოს“ შენობის გარშემო, რომელიც „რუსთავი 2"–ის 51%–იანი წილის მფლობელია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სამართალდამცავი ორგანოები ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის შენობის მთელ პერიიმეტრზე ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ, — განაცხადეს ტელეკომპანიაში 26 ოქტომბერს. 

„რუსთავი 2"–ის საქმესთან დაკავშირებულმა სასამართლომ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არხის ქონებისა და მფლობელთა წილების დაყადაღების თაობაზე „რუსთავი 2"–ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მორიგეობს. ვიდეოკონტროლი ასევე ხორციელდება „ტელეკომპანია საქართველოს“ შენობის გარშემო, რომელიც „რუსთავი 2"–ის 51%–იანი წილის მფლობელია. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გააძლიერეს, რაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან მიტაცების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

Ираклий Гарибашвили - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი პირობას დებს, რომ არ დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში

მანამდე უკრაინის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომლებიც თითქოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მსჯელობდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის მხარდამჭერი აქციის პერიოდში. 

ამის პასუხად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, დაარღვიოს მოსახლეობის თავისუფალი და მშვიდი ცხოვრება. 

გასულ შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0