მარგველაშვილი კვლავ ითხოვს „გაზპრომის“ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას

© Sputnik / Alexander Imedashvili / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციას ენერგოუსაფრთხოებისა ენერგომატარებლების ტრანზიტის საკითხის უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის თხოვნით მიმართა. თუმცა პასუხი მთავრობის ადმინისტრაციისგან არ მიუღია. კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საკითხის განხილვის აუცილებლობას.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლავ ითხოვს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში მედიისა და ოპოზიციის კრიტიკის საგნის — „გაზპრომთან“  საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის საკითხის ჩართვას. 

 სექტემბერში კალაძემ შეხვედრა გამართა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან. ჟურნალისტებთან ამ შეხვედრაზე საუბრისას, მან განაცხადა რუსეთიდან გაზის მოწოდების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობაზე, თუკი საქართველო მას იმ ფასებში შეიძენს, რომელიც კონკურენციას გაუწევს აზერბაიჯანულ გაზს. 

 ეს მოლაპარაკებები ქართული ოპოზიციისა  და მედიის მკვეთრი კრიტიკის საგანი გახდა. ქართული ოპოზიცია სისტემატურად მართავს საპროტესტო აქციებს საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
კალაძე: აშშ-მ არ მისცა საშუალება სააკაშვილს „გაზპრომისათვის“ გაზი მიეყიდა

„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია ამ საკითხზე უმაღლესი თანამდებობის პირებისაგან. ამ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ასეთი აზრთა სხვადასხვაობის დროს ჩვენ გვინდა მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ მოგვიწოდეს, რომ დაელაპარაკეთ გარკვეული თანამდებობის პირებს და გააკრვიეთ სიტუაცია. ასეთი ლაპარაკები შედგა უამრავი, თუმცა ნათელი სურათი ვერ მივიღეთ. ამის გამო კვლავ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა მთავრობის სხდომაზე გაზპრომის საკითხის დღის წესრიგის შეტანაზე“, — განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა  ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ ჩამოაყალიბოს ერთიანი პოზიცია ამ საკითხზე, რომელიც მკაფიო სურათს დახატავს როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ოქტომბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციას  ენერგოუსაფრთხოებისა ენერგომატარებლების ტრანზიტის საკითხის უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის თხოვნით მიმართა. თუმცა პასუხი მთავრობის ადმინისტრაციისგან არ მიუღია. კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საკითხის განხილვის აუცილებლობას. 


ყველა ახალი ამბავი
0