თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ-იუნკერმა 16 წინადადებისაგან შემდგარი გეგმა მოამზადა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთათვის, რომელიც მიმართულია უფრო ეფექტური თანამშრომლობისა და ევროპული სახელმწიფოების საზღვრებზე ქაოსის შეწყვეტისაკენ, იტყობინება გერმანული გამოცემა Spiegel.
დოკუმენტში იუნკერი აღნიშნავს, რომ „საზღვრების დაუბრკოლებლად გადაკვეთის შემწყნარებლური პოლიტიკა მიუღებელია“. ამ პუნქტის არსი ის არის, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა შეწყვიტონ თავიანთი მეზობლების თანხმობის გარეშე მათთან ათასობით მიგრანტის გაგზავნა.
„მეზობლები ერთმანეთთან უნდა მუშაობდნენ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ“, — აღნიშნა იუნკერმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა წამოაყენა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, მათი მეთაურების მიერ არჩეული საკონტაქტო ჯგუფის შექმნის საკითხი. იუნკერის აზრით, ჯგუფში ყოველი ქვეყნიდან ერთი წარმომადგენელი შევა. ასეთი ზომა, თვლის ის, საშუალებას მისცემს ქვეყნებს გაცვალონ ინფორმაციები დარეგისტრირებულ მიგრანტებზე.