თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ევროპამ დაკარგა საკუთარი საზღვრების იმიგრაციის ტალღისგან დაცვის შესაძლებლობა, — განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა მადრიდში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპა მიუდგომელი ციხესიმაგრე იყოს, მაგრამ მან უნდა დაიცვას საკუთარი ღირებულებები. ეს ეფექტურობას მოითხოვს. ჩვენს გვსურს დავეხმაროთ სხვებს, მაგრამ საკუთარ თავებსაც უნდა დავეხმაროთ“, — განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, ევროპა „ცოტა არ იყოს, არაორგანიზებულია და თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ ვერ შევძლებთ იმათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება“.
„გვჭირდება ბალანსი — ჩვენ არ შეგვიძლია განვაგრძოთ ლაპარაკი, რომ იმიგრაციის ტალღა — ეს ის არის, რაც ჩვენ გვსურს. ჩვენ დავკარგეთ საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობა“, — აღნიშნა ტუსკმა. “
მისი თქმით, ევროპის გახსნილობა „ამ მოსაზრებით — ეს მისი სისუსტის დემონსტრაციაა“. ამასთან ტუსკი გამოვიდა მოწოდებით, არ „ მისდიონ პოპულიზმს“ და „ არ გადაიქცნენ უკიდურეს მემარჯვენეებად“.
ტუსკმა ესპანეთი მოიყვანა მიგრაციის პრობლემის გადაჭრის წარმატებულ მაგალითად.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ხელისუფლების ვარაუდით, ქვეყანა წელს დაახლოებით 35 ათას ლტოლვილს მიიღებდა. მთელ ქვეყანაში გაიშალა ლტოლვილთა მხარდამჭერი კამპანია. იქმნება „თავშესაფარ–ქალაქების ქსელი“, სადაც ისეთი მსხვილი ქალაქები შევიდა, როგორებიცაა მადრიდი და ბარსელონა.
ევროსაბჭოს სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ უკანასკნელი მონაცემებით, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში ევროკავშირის ქვეყნებში 710 ათასი მიგრანტია ჩასული. ევროკომისიის განცხადებით, ამჟანმინდელი მიგრაციული კრიზისი უმსხ ვილესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ მიგრაციულ კრიზისებს შორის.