ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვერცხლის დღე ჰქონდა

© photo: SputnikФлаги Грузии грузинский флаг
Флаги Грузии грузинский флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების აქტივში შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში, 3 მედალია. ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ირაკლი კუპატაძემ მოიპოვა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თამაზ კირაკოზაშვილმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52კგ) ვერცხლის მედლებიმოიპოვეს იუნიორთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში,  რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში მიმდინარეობს. ფინალური ორთაბრძოლა თამაზ კირაკოზაშვილმა სამხრეთ კორეის წარმომადგენელ „ხონშეოლ კანგუსთან წააგო მსაჯების მიერ მიცემული ორი გაფრთხილების გამო. 

ძიუდო - Sputnik საქართველო
ირაკლი კუპატაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რაც შეეხება მარიამ ჯანაშვილს, ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა კოსოვოელ დისტრია კრასნიჩისთან წააგო. 

საქართველოს კიდევ ორმა წარმომადგენელმა დაასრულა თავისი გამოსვლა უფრო ადრეულ სტადიაზე. გიორგი გუგულაშვილმა (-66კგ) მონღოლ მუნხბაიარ ნერგუისთან დათმო, ხოლო გიორგი კაციაშვილმა (-73 კგ) ბელგიელ მატიას კასთან ტურნირის მეორე ეტაპზე. 

ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში, 3 მედალია. ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ირაკლი კუპატაძემ მოიპოვა. 

კვირას, 25 ოქტომბერს აბუ-დაბიში მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი გათამაშდება. 

ჩემპიონატი აბუ-დაბიში 27 ოქტომბრამდე გასტანს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0