ირაკლი კუპატაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© https://www.facebook.com/TbilisiEYOF?fref=tsძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატი 27 ოქტომბრამდე გასტანს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი კუპატაძემ (-55კგ) აბუ-დაბიში, იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

 ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მისულმა კუპატაძემ, ყაზახეთის წარმომადგენელ მაგჟან შამშადინთან წააგო, რომელიც საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რეპეშაჟში კუპატაძემ  რუსეთის სახელით მებრძოლ იაგო აბულაძეს მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

 საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი თორნიკე ნაგლიაშვილი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პირველი ორთაბრძოლის ბოჟიდან ტემელკოვთან მოგების შემდეგ, ნაგლიაშვილმა შემდეგი ბრძოლა მონღოლ ცოგტბაატარ ცენდოჩირთან წააგო. 

 შაბათს, მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი გათამაშდება. 

 აბუ დაბიში მსოფლიო ჩემპიონატი 27 ოქტომბრამდე გასტანს. 


ყველა ახალი ამბავი
0