ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების მოკლე მიმოხილვა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. „აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის 2015“ კონფერენცია გაიხსნა 23 ოქტომბერს ბათუმში, იტყობინება აჭარის მთავრობა.  კონფერენცია უკვე მეხუთე წელია იმართება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყოველწლიური შეხვედრისა და მსჯელობის პლატფორმად ჩამოყალიბდა. ღონისძიებას 16 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 47%-ით გაიზარდა

 კონფერენციის ფარგლებში იგეგმება რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების მოკლე მიმოხილვა. გამოცდილების გაზიარება, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღმავება და სამომავლო ინიციატივების შესახებ იმპულსების დაფიქსირება დონორთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0