აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 47%-ით გაიზარდა

გამოწერა
პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება, რომელთა განხორციელებაც 2015-2020 წლებშია დაგეგმილი, 1 მლრდ 342,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2015 წელს დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა 374 მლნ აშშ დოლარია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2015 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით გაიზარდა და 89 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 60,3 მლნ აშშ დოლარი იყო, იუწყება აჭარის ფინანსთან და ეკონომიკის სამინისტრო.

რეგიონის საინვესტიციო პორტფელის ჯამური მოცულობა 1 მლრდ 845,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება, რომელთა განხორციელებაც 2015-2020 წლებშია დაგეგმილი, 1 მლრდ 342,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2015 წელს დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა 374 მლნ აშშ დოლარია.

აჭარაში მშენებარე სასტუმროების საერთო საინვესტიციო ღირებულება 704,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 


ყველა ახალი ამბავი
0