თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. 2015 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ–ის ქვეყნებთან 2 მლრდ 025 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდის მაჩვენებელზე 22%–ით ნაკლებია, იუწყება „საქსტატი“.
ამასთან, ექსპორტმა დსთ–ის ქვეყნებში 630 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (44%–ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა – 1 მლრდ 395 მლნ აშშ დოლარი (6%–ით ნაკლები).
დსთ–ის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28% მოდის (2014 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში ეს მაჩვენებელი 31% იყო).
დსთ–ის ქვეყნების წილზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 19% მოდის (2014 წლის იანვარ–სექტემბერში ეს მაჩვენებელი 9% იყო).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში 7 მლრდ 309 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%–ით ნაკლებია.