საქართველოდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების ექსპორტი 83,9%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშითხილის ქარხანა
თხილის ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირში ექსპორტზე გადის თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა პროდუქტები.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის შვიდ თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში საკვები პროდუქტების ექსპორტი, 2014 წელთან შედარებით, 83,9%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ევროკავშირში ექსპორტზე გადის თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა პროდუქტები.

ოპერატიული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული იყო 100,5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით 148,9%-ით მეტია.

2015 წლის 7 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე საკვები პროდუქციის მთლიანი ექსპორტის 32,5% მოდის.

 


ყველა ახალი ამბავი
0