საქართველოს პრეზიდენტმა უცხოელ დიპლომატებთან ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს იწყებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყანასა და მედიასივრცეში არსებული ვითარება განიხილა, იუწყება ქართული მედია პარასკევს, 23 ოქტომბერს. 

საქართველოში ვითარება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო დაიძაბა, სადაც 2011 წელს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით წამებისა და გაუპატიურების კადრებია აღბეჭდილი.

შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა შექმნილი ვითარება ჟურნალისტებთან განიხილა

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს კონსულტაციები. იცით, რომ არსებობს საეართაშორისო გამოხმაურება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის კონსულტაციები, რომელიც გაიმრთება, ემსახურება სწორედ იმას, რომ ვითარება მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში იყოს დარეგულირებული“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს იწყებს.


ყველა ახალი ამბავი
0