აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა ნოემბერში პრაღაში გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პარასკევს, სატელეფონო საუბრისას, რუსულ–ქართულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა, ნოემბრის შუა რიცხვებში, პრაღაში გაიმართება, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პარასკევს კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. „განიხილეს რუსულ–ქართული ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთი პრაქტიკული საკითხები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა პრაღაში ამა წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება“, – განაცხადეს უწყებაში. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: აბაშიძე–კარასინის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადრე განაცხადა, რომ „რუსეთთან დიალოგი არჩევანის თემა არაა“, ის სავალდებულოა, თუმცა ამისთვის დროა საჭირო. 


ყველა ახალი ამბავი
0