სომხეთმა სირიიდან 17 ათასი ლტოლვილი მიიღო

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები
ლტოლვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხური თემი სირიაში კონფლიქტის დაწყებამდე დაახლოებით 110 ათას კაცს ითვლიდა. სომხები ძირითადად ალეპოში, დამასკოში, ლატაკიაში, ქესაბსა და ელ–ქამიშლიში ცხოვრობდნენ. სირიის კრიზისის დაწყების შემდეგ ქვეყანა 90 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთში სირიიდან ლტოლვილთა რაოდენობა დღეისათვის 17 ათას ადამაინს შეადგენს, — განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ერევანში პარასკევს გახსნილ მოსკოვის საგარეო ურთიერთობების სახმელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

სულ, გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის 4 წლის განმავლობაში, სირია 4 მილიონმა ადამიანმა დატოვა. კიდევ დაახლოებით 7,6 მლნ ადამიანს მიტოვებული აქვს სახლ–კარი, მაგრამ კვლავაც სირიის ტერიტორიაზე რჩებიან. 

ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ სირიიდან სომხეთმა 17 ათასი ლტოლვილი მიიღო. „ახლო აღმოსავლეთში სომხური თემების, ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობა ჩვენი მუდმივი შფოთვის საგანია“, — განაცხადა მინისტრმა. 

ლტოლვილები ლესბოსზე - Sputnik საქართველო
2015 წელს ევროპაში ლტოლვილთა რაოდენობამ 650 ათასს გადააჭარბა

მან იქვე დაამატა, რომ სომხებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში  ცხოვრობენ, საკუთარ მხრებზე გადააქვთ რეგიონში გამწვავებული სიტუაციის სიმძიმე. „სომხები ახლო აღმოსავლეთის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ და იქ მაცხოვრებელი ხალხების მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი არიან. ისინი სხვების მსგავსად საკუთარი მხრებით ზიდავენ უკიდურესად დაძაბული ვითარების შედეგებს“, — თქვა ნალბანდიანმა. 

მინისტრის სიტყვებით, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საერთაშორისო ურთიერთობათა აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებათა გაზიარებისათვის.  „შემთხვევითი არაა, რომ ფორუმის ერთ–ერთი თემატიკური პანელი ეძღვნება თემას, რომელიც ყველა ჩვენგანს აღელვებს —  ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ტურბულენტურ ვითარებას, არაბეთ–ისრაელის კონფლიქტის დარე გულირების პერსპექტივებს, ტერორიზმის უპრეცედენტო ზრდას, რეგიონიდან ლტოლვილთა გაუკონტოლებელ ნაკადებს“, — თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

სომხური თემი სირიაში კონფლიქტის დაწყებამდე დაახლოებით 110 ათას კაცს ითვლიდა. სომხები ძირითადად ალეპოში, დამასკოში, ლატაკიაში, ქესაბსა და ელ–ქამიშლიში ცხოვრობდნენ. სირიის კრიზისის დაწყების შემდეგ ქვეყანა 90 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0