2015 წელს ევროპაში ლტოლვილთა რაოდენობამ 650 ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Сергей Строителев / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები ლესბოსზე
ლტოლვილები ლესბოსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას, დაიღუპა ან უგზო–უკვლოდ დაიკარგა 3 ათას 138 ადამიანი.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. წლის დასაწყისიდან ევროპაში საზღვაო გზით ჩასულ მიგრანტთა და ლტოლვილთა რაოდენობამ 650 ათასს გადააჭარბა, განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პრეს–მდივანმა ჯოელ მილმანმა. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ჩამსვლელთა რაოდენობამ 20 ოქტომბრის მონაცემებით, 651 ათას 132 ადამიანი შეადგინა. ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას დაიღუპა ან უგზო–უკვლოდ დაიკარგა 3 ათას 138 ადამიანი.

ევროკომისიამ მანამდე განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი მსოფლიოში  მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი კრიზისია. 


ყველა ახალი ამბავი
0