ნიკა ჩიტაძე:“პრეზიდენტის გამოსვლა კონსტრუქციული იყო“

გამოწერა
რაც შეეხება რუსთავი 2–ის საქმეს და მოსამართლე ურთმელიძის პრეზიდენტის გამოსვლაში მოხსენიებას, ნიკა ჩიტაძის თქმით, მთავრობის წევრებმა მართალია ეს შეაფასეს როგორც ზეწოლა სასამართლოზე , მაგრამ ეს იყო მხოლოდ მოწოდება სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

თბილისი, 22 ოქტომბერი —Sputnik. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულა, როცა მოუწოდა მთავრობას და ოპოზიციას მოთოკონ ემოციები და გაუფრთხილდნენ სამოქალაქო მშვიდობას.  

 „პრეზიდენტმა ის როლი შეასრულა, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აკისრია– იყოს ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობის სიმბოლო და ამ შემთხვევაში ის მოგვევლინა როგორც საქართველოს პრეზიდენტი და არა როგორც მხარე ან რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი“–თვლის ნიკა ჩიტაძე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მძაფრი ნაბიჯებისგან

  „ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოივალეობაა და პირველ ლიგში საქართველოს ხელოსუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას“– განაცხადა დღეს გიორგი მარგველაშვილმა

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის მოსამართლისადმი მოწოდებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არ ეთანხმება

 რაც შეეხება რუსთავი 2–ის საქმეს და მოსამართლე ურთმელიძის პრეზიდენტის გამოსვლაში მოხსენიებას, ნიკა ჩიტაძის თქმით, მთავრობის წევრებმა მართალია ეს  შეაფასეს როგორც ზეწოლა სასამართლოზე, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მოწოდება  სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

 პოლიტოლოგი ყურადღების მიღმა, არც პრეზიდენტსა და პრემიერ– მინისტრს  შორის არსებულ დაპირისპირებას ტოვებს და თვლის რომ ამის ძირითადი მიზეზი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც გიორგი მარგველაშვილის  დღევანდელი საქმიანობა არ მოსწონს.

 „აქედან გამომდინარე შეიქმნა საფუძველი არსებობდეს დაპირისპირება პრეზიდენტსა და ივანიშვილის გუნდს, ანუ მთავრობას შორის“–აღნიშნა ჩიტაძემ


ყველა ახალი ამბავი
0