თბილისი, 22 ოქტომბერი —Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი მოუწოდებს ყველას მოთოკოს ემოციები და სამოქალაქო მშვიდობას გაუფრთხილდეს.
„ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ ლიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას“– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გამო.
"მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში",- თქვა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, იგი აპირებს კონსულტაციების დაწყებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.
"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.