„ნაცმოძრაობის“ განცხადებით, მათ ოფისებს უკვე ორი დღეა თავს ესხმიან

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დაესხნენ თავს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მათ ოფისზე მორიგი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ეს ამჯერად ქალაქ ფოთში მოხდა. 

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დაესხნენ თავს.  

ამჯერად, ქალაქ ფოთში მდებარე პარტიის ოფისის ფასადი უცნობმა პირებმა წითელი საღებავებით შეღებეს და კვერცხები ესროლეს. 

ქართული ოცნების წინასაარჩევნო მიტინგი - Sputnik საქართველო
საქართველოში "ნაცმოძრაობის" ლიკვიდაციას ითხოვენ

ოპოზიციონერები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აკისრებენ. 

„ყველა ოფისი მაინც განაგრძობს მუშაობას, საგანგებო რეჟიმშიც კი“, — განაცხადა ენმ–ის წევრმა გიორგი თევდორაძემ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0