ფისკალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პრიორიტეტულია ფინანსთა სამინისტროსათვის

© facebook.com/mofgeorgiaფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული სამი წელი ფინანსების მართვის კუთხით გამჭვირვალე იყო და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა სწრაფ,  ეფექტურ და კვალიფიციურ მომსახურებას, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უწყების სამ წლიანი ანგარიშის წარდგენისას. 

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა მომსახურების ეკონომიკური ზონა „თბილისი-2“, დასრულდა რამპის მშენებლობა სატვირთო ავტომობილების შემოწმებისათვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ (საქართველო-რუსეთის საზღვარი), დასრულდა საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახის“ რეკონსტრუქცია (საქართველო-თურქეთის საზღვარზე). 

საბაჟო გამშვები პუნქტი კარწახი - Sputnik საქართველო
საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა

სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება რამდენიმე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.  კერძოდ: დაიწყო სტაციონარული რენტგენოსკანერების მონტაჟი საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“, „სადახლო“,  „ნინოწმინდა“ და „ვალეში“, ასევე ფოთის ეკონომიკური მომსახურების ზონაში. მიმდინარეობს „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტისა და „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საწყობის მშენებლობა. 

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული სამი წელი ფინანსების მართვის კუთხით გამჭვირვალე იყო და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით. 

„რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც პირუთვნელად იცავს საკუთრების უფლებას და ჩვენი ინიციატივით, არ მივმართავთ აღსრულების ღონისძიებებს, ვიდრე არ დასრულდება საგადასახადო დავა,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 უწყების ხელმძღვანელის თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015“ შედეგებით, საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით (2012 წლის ინდექსის თანახმად, 33-ე ადგილს ვიკავებდით) და საქართველო მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.


ყველა ახალი ამბავი
0