ნანუაშვილი: წამების ამსახველი ვიდეოს გამავრცელებლები უნდა დაისაჯონ

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების პროცესს დააკვირდება... სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთი მხრივ, უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისთვის, ხოლო მისი გავრცელების შემთხვევაში, როგორც ეს 17 ოქტომბერს მოხდა, ყველა დამნაშავე პირი უმოკლეს ვადაში უნდა დაისაჯოს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სექსუალური ძალადობისა და წამების ამსახველი ვიდეოს გამავრცელებლები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, — ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გასულ უქმეებზე ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, როგორც დადგინდა, პოლიციელების მიერ პირის გაუპატიურებისა და წამების კადრებია ასახული. ძალადობის მსხვერპლი ორი ადამიანი იქცა, რომლებიც გაიტაცეს და ზუგდიდის ტყეში სპეციალურად მოწყობილ მიწურში წაიყვანეს. 

„გამოძიების მიმდინარეობას სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს… სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთი მხრივ, ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე, როგორც ეს მოხდა 17 ოქტომბერს, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პოლიციელების მონაწილეობით წამების ამსახველი ვიდეო 2011წელსაა გადაღებული

„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის თავზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 

დროებითმა კომისიამ, რომელიც უკანონო მიყურადებისა და ფარული ვიდეოგადაღებების საკითხებზე მუშაობდა, უარი თქვა ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე, რათა გამოძიება სრულყოფილი ყოფილიყო და ყველა დამნაშავე დასჯილიყო, — აღნიშნა ნანუაშვილმა, რომელიც ამ კომისიის წევრი გახლდათ.  

2014 წლის 31 იანვარს კომისიამ მუშაობა დაასრულა, ანგარიში წარმოადგინა და შესაბამის ორგანოებს ეფექტრუი გამოძიების საწარმოებლად რეკომენდაციები მისცა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ კადრები, რომლებიც გასულ უქმეებზე გავრცელდა, 2011 წელსაა გადაღებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ 11 ადამიანი, რომელთა შორის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0