„გაზპრომის“ წინააღმდეგ პლაკატების გაკვრისათვის დაკავებულნი თავისუფლები არიან

© public domainსასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 ოქტომბერს ტელეკომპანია და ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეარხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობასთან პლაკატებს აკრავდნენ.
თბილისი, 6 ოქტომბერი —Sputnik. ხელისუფლების „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის გამო 16 ოქტომბერს  დაკავებულთა სასამართლო ხვალ 17 ოქტომბერს შედგება, იტყობინება ქართული მედია. 
 16 ოქტომბერს  ტელეკომპანია და ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეარხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი  იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობასთან პლაკატებს აკრავდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მათ ბრალად ედებათ „თვითმმართველი ერთეულის გარეგნული იერსახის დამახინჯება“
 ამ დროისათვის ბრალდებულები განთავისუფლები არიან. 
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: „ტაბულას“ რედაქტორის დაკავება საღ აზრს ეწინააღმდეგება
 ოპოზიციის კრიტიკა ენერგეტიკის მინისტრის  კახა კალაძის 9 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან, მათ შორის რუსეთთან. 
საქართველოს ხელისუფლების მიერ „გაზპრომთან“ გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, „ტაბულას“ წარმომადგენლებმა 17 ოქტომბრისათვის საპროტესტო აქცია დაგეგმეს ლოზუნგით — „გაზპრომი — თავისუფლების გაზის კამერა“.

ყველა ახალი ამბავი
0