თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთი მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის ავღანეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე, იტყობინება პარასკევს სააგენტო Khaama Press პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით.
ხუთშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯარები არ იქნებიან გაყვანილნი ავღანეთიდან 2016 წლის ბოლოს და რომ 5500 სამხედრო მოსამსახურე კვლავ დარჩება ამ ქვეყანაში 2016 წლის შემდეგაც. გარდა ამისა, აშშ შეანელებს თავისი კონტინგენტის შემცირების ტემპს რომელიც ეხლა 9800 კაცს შეადგენს. აშშ-ს სამხედრო კონტიგენტი ამ დონეზე შენარჩუნდება მომავალი წლის „დიდი ნაწილის“ განმავლობაში.
ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების განმტკიცებას, ავღანეთის სტაბილურობასა და განვითარებას, ასევე ტერორიზმთან ბრძოლას რეგიონდა და მსოფლიოში, ნათქვამია განცხადებაში.