"ნაცმოძრაობა":საქართველოში თავისუფალი სიტყვის შესახებ მითი დაინგრა

© http://pco.ge/wp-content/uploads/2014/03/20131008162207media.jpgქართული მედია
ქართული მედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონმდებლებმა პარასკევს გამართულ პლენარულ სხდომაზე გააგრძელეს უმცირესობის მიერ მომზადებული „მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით“ განცხადების პროექტის განხილვა.

თბილისი, 16 ოქტომბერი  – Sputnik.  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში თავისუფალი სიტყვის მითი დაანგრია, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარასკევს, 16 ოქტომბერს.

კანონმდებლებმა პარასკევს გამართულ პლენარულ სხდომაზე გააგრძელეს უმცირესობის მიერ მომზადებული „მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით“ განცხადების პროექტის განხილვა.

„ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ მედია თავისუფალია და სასამართლო ობიექტური. თუმცა, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ეს მითი დაანგრია. „რუსთავი 2“ იმ მედიასაშუალებას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მტკივნეულ საკითხებს აშუქებს და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას“, — განაცხადა ცისკარიშვილმა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ვოლსკი: „რუსთავი 2“-ს არაფერი ემუქრება

განცხადებაში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ შეწყდეს მთავრობის ზეწოლა „რუსთავი 2"-სა და მასმედიის სხვა საშუალებებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს, ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეარხის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეკვეთად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. სექტემბრის დასაწყისში დაიხურა ტელეარხ „იმედის“ ეთერში ინგა გრიგოლიას პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქცია“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის „პირველი სტუდია“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რომელმაც საქართველოში სააკაშვილის მმართველობა ჩაანაცვლა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა.


ყველა ახალი ამბავი
0