პუტინი: დსთ-ის ქვეყნების პრიორიტეტებში ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებაა

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიდსთ-ის სამიტი
დსთ-ის სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრისას თანამეგობრობის ფარგლებში ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 16 ოქტომბერი  – Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრისას თანამეგობრობის ფარგლებში ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა, ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე პარასკევს, 16 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დსთ-ის სამიტი - Sputnik საქართველო
დსთ-ს მომდევნო სამიტი 2016 წლის სექტემბერში ყირგიზეთში ჩატარდება
„ტრადიციული პრიორიტეტების ჩამონათვალში —ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებაც შედის. ამის ნათელ პროექტად პროგრამა „თანამეგობრობის კულტურული დედაქალაქები“ მიმაჩნია, რაც ჩვენ ქვეყნებს კიდევ უფრო დააახლოვებს ერთმანეთთან და ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. წელს ეს სტატუსი ტაჯიკეთის კულიაბმა და რუსეთის ვორონეჟმა მიიღო. 2016 წლის სამიტისთვის კი  კულტურული დედაქალაქის სტატუსის მინიჭებისას მხარდაჭერას თურქმენეთის ქალაქ დაშოგუს ვუცხადებთ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0