დსთ-ს მომდევნო სამიტი 2016 წლის სექტემბერში ყირგიზეთში ჩატარდება

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიდსთ-ის სამიტი
დსთ-ის სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტზე მოისმინეს სახელმწიფოთა მეთაურების განცხადებები გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით და ასევე მიიღეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე განცხადება.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. გადაწყვეტილება ამის თაობაზე დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოზე მიიღეს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ბუნებრივ პარკში, ბურაბაიში გაიმართა. სამიტზე ასევე მოისმინეს სახელმწიფოთა მეთაურების განცხადებები გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით და მიიღეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე განცხადება.

დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა ლიდერების მორიგი სამიტი 2016 წლის სექტემბერში გაიმართება, — განაცხადა დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ  სერგეი ლებედევმა.

დსთ-ის ქვეყნების შეხვედრა - Sputnik საქართველო
დსთ–ის ქვეყნებმა 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციას მოაწერეს ხელი

„ყირგიზეთის პრეზიდენტის წინადადებით გადაწყდა, რომ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომა 2016 წლის 16 სექტემბერს ყირგიზეთში გაიმართება“, — განაცხადა ლებედევმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ვიწრო ფორმატის სხდომაზე სახელმწიფოთა მეთაურებმა გულწრფელად ისაუბრეს თანამეგობრობის აქტუალურ პრობლემებზე და ასევე განსაზღვრეს სხდომის დღის წესრიგი და რეგლამენტი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0