„ტაბულას“ დირექტორი „გაზპრომის“ საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომის" შენობა
გაზპრომის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჩერგოლეიშვილი და კიდევ ორი მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობასთან პლაკატებს აკრავდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მათ ბრალად ედებათ „თვითმმართველი ერთეულის გარეგნული იერსახის დამახინჯება“.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის გამო დაკავებულია ტელეკომპანია და ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, — იუწყება ქართული მედია. 

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის თაობაზე სხვა ქვეყნების გაზის კომპანიებთან, მათ შორის, რუსულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით „ტაბულამ“ 17 ოქტომბერს საპროტესტო აქცია დაგეგმა ლოზუნგით „გაზპრომი“ — თავისუფლების გაზის კამერა“. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის

თამარ ჩერგოლეიშვილი და კიდევ ორი მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობასთან პლაკატებს აკრავდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მათ ბრალად ედებათ „თვითმმართველი ერთეულის გარეგნული იერსახის დამახინჯება“. 


ყველა ახალი ამბავი
0