საქართველოს პრემიერი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალ გაზსადენზე ტრანზიტის გაზრდაზე. ასევე რუსული გაზის კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისათვის მიწოდების შესაძლებლობაზე.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ინფორმაცია აზერბაიჯანული გაზის რუსულზე ჩანაცვლების შესახებ — სრული აბსურდია, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 12 ოქტომბერს. 

 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაზე, და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს სხვა ქვეყნის გაზის კომპანიებთან, მათ შორის რუსეთთანაც. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდეს აზერბაიჯანულ გაზზე უარის თქმის განზრახვაში. 

 „აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მოვუწოდებ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები კომერციულ აირთან დაკავშირებით მიმდინარეობს

აზერბაიჯანთან არავითარი პოლიტიკის გადახედვა არ იგემება, თქვა პრემიერმა. 

 „როგორ შეიძლება რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა რაც მთავარია", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“  რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალ გაზსადენზე ტრანზიტის გაზრდაზე. ასევე რუსული გაზის კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისათვის მიწოდების შესაძლებლობაზე. 

 სექტემბერში „გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.


ყველა ახალი ამბავი
0