თურქეთმა სირიასთან საზღვარზე თვითმფრინავი ჩამოაგდო

© photo: Sputnik / Михаил Фомичев / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის ხდდები
თურქეთის ხდდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო-სამხედრო ძალებმა, მას შემდეგ, რაც სამჯერ გააფრთხილეს პილოტი, დაუდგენელი სახელმწიფო კუთვნილების თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით ტელეარხმა NTV სამხედრო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩამოგდებულია არა თვითმფრინავი, არამედ უპილოტო საფრენი აპარატი.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ამოუცნობი  ნიშნების მქონე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელმაც სირიის მხრიდან დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე, — ნათქვამია თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში. 

„დღეს თურქეთის საჰაერო სივრცეში, თურქეთ-სირიის საზღვარზე აღმოვაჩინეთ ამოუცნობი სახელმწიფო კუთვნილების თვითმფრინავი. სამგზის გაფრთხილების შემდეგ ის მაინც განაგრძობდა თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამის შემდეგ ჩვენმა თვითმფრინავებმა, რომლებიც საზღვარზე პატრულირებდნენ, საფრთხეებზე რეაგირების წესების ფარგლებში, ცეცხლი გაუხსნეს და ჩამოაგდეს აღნიშნული თვითმფრინავი“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: თურქეთს საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა თავად შეუძლია

გენერალური შტაბი ხაზგასმით აღნიშნავს,  რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა კვლავაც გადაჭრით აღიკვეთება. 

მოგვიანებით თურქულმა ტელეარხმა NTV სამხედრო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი. 


ყველა ახალი ამბავი
0