სტოლტენბერგი: თურქეთს საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა თავად შეუძლია

© facebook.com/mod.gov.geიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ თურქეთი რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებას გადაწყვეტს, რომელიც მის საჰაერო სივრცეში შეიჭრება, და თუ დარღვევის რეალური ფაქტი დადგინდება, მაშინ ეს გამართლებულად ჩაითვლება. ამ საკითხში ალიანსი თურქეთის ხელისუფლებას მხარს უჭერს.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, თავად შეუძლია თავისი საჰაერო სივრცის დაცვა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას ამ საკითხში მხარს უჭერს, განაცხადა ტელეკომპანია CNN–ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს რუსული  თვითმფრინავმა „სუ–30“-მა რამდენიმე წამით თურქეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტი ამინდის არასასურველმა პირობებმა გამოიწვია.

მანამდე თურქეთის პრემიერ–მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ინციდენტი ქვეყნებს შორის დაძაბულობას არ გამოიწვევს. მისი თქმით, მოსკოვმა ანკარას აცნობა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე შეცდომით დაარღვია და დაარწმუნა, რომ ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდება.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო: თურქეთის ცაში მომხდარი ავიაინციდენტები შემთხვევითი არაა

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით ასეთი ინციდენტები „აღარ უნდა განმეორდეს“.  

„თუ თურქეთი თავის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებას გადაწყვეტს, ეს გამართლებული იქნება თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილად იქნება დარღვევა (საჰაერო სივრცის)?“, – დაუსვა კითხვა გენერალურ მდივანს გადაცემის წამყვანმა ჰალა გორანიმ.

„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნატოს ყველა თავისი მოკავშირის დაცვა შეუძლია, თურქეთი ჩვენი ძლიერი მოკავშირეა. მათ თავისი სამხედრო პოტენციალი აქვთ… თავად შეუძლიათ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავის საჰაერო სივრცეს იცავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში თავის სამხედრო ძალებს აძლიერებს, მაგრამ ძალების ზუსტი რაოდენობის დასახელება მას გაუჭირდა. ასევე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ, თითქოს, რუსეთი ძირითადად სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებზე ახორციელებს დარტყმებს და არა თავად „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე.

რუსეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ უკვე მნიშვნელოვნად გაანადგურა ტერორისტების შტაბები, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ქარხანა, საწვრთნელი ბანაკი და რიგი სხვა ობიექტები. დარტყმები საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბისგან მოწოდებული მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხორციელდება. 

რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, მრავალფუნქციური თვითმფრინავების გამოყენება სირიის მთელ ტერიტორიაზე „ისლამურ სახელმწიფოზე“ ზუსტი დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა. 

რუსეთში სირიის ელჩმა რიიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები სწორედ ტერორისტულ დაჯგუფებებზე ხორციელდება და არა ოპოზიციაზე ან სამოქალაქო მოსახლეობაზე. ელჩის თქმით, სირიის არმიას ტერორისტების განლაგების ზუსტი კოორდინატები გააჩნია.


ყველა ახალი ამბავი
0