ნანუაშვილი: ჰააგის სასამართლოს გამოძიება სამშვიდობო პროცესებს დააჩქარებს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას ინიციატივით, რუსეთისგან 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები გამოითხოვა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას კონფლიქტის მხარეებს შორის, — ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განვცადებაში, რომელიც 15 ოქტომბერს გავრცელდა. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას ინიციატივით, რუსეთისგან 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები გამოითხოვა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წელს შეიტანა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტისას  დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი. 

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სამინისტრო: საქართველომ 2008 წლის კონფლიქტის 6 ათასი მოწმე დაკითხა

„სახალხო დამცველი მიესალმება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიებას და თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენასა და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას“, — ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას ცხინვალის რეგიონში ჩადენილი დანაშაულები, მისი ინფორმაციით, საქართველოს ამ ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების გაძევების გეგმის ნაწილი იყო.  

 


ყველა ახალი ამბავი
0