იუსტიციის სამინისტრო: საქართველომ 2008 წლის კონფლიქტის 6 ათასი მოწმე დაკითხა

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოდან საქართველომ 6 ათასი მოწმე დაკითხა და 200-ზე მეტი საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის 6 ათასი მოწმე დაკითხა, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

თბილისში 15 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა (Fatou Bensouda) ჩამოდის, რომელიც ცხინვალის რეგიონში 2008 წელს მომხდარ სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს. 

„2008 წლის აგვისტოდან საქართველომ დავკითხეთ 6 000 მოწმე და ჩავატარეთ 200–ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. მხოლოდ ბოლო თვეების ნამძილზე ათასი მოწმეა დაკითხული. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რაც კი საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა“, — განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 16 ოქტომბერს შეხვდება. 

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურურს, რათა მას არ მოუწიოს ხელმეორედ ჩაატაროს ის ქმედებები, რაც უკვე ჩატარდა“, — აღნიშნა წულუკიანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას ცხინვალის რეგიონში ჩადენილი დანაშაულები, მისი ინფორმაციით, საქართველოს ამ ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების გაძევების გეგმის ნაწილი იყო. 

 


ყველა ახალი ამბავი
0