ოპოზიცია: „რუსთავი 2“–ის დახურვის შემთხვევაში, რეაქცია მწვავე იქნება

© photo: Sputnik"ნაცმოძრაობის" მიტინგი
ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური პარტიების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაშიც ათი არასაპარლამენტო და ორი პარლამენტის ოპოზიციური პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, საპარლამენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ისა და თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დახურვის შემთხვევაში, ოპოზიციის რეაქცია მწვავე იქნება, განაცხადა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა კი ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეარხის  ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.

ტელეკომპანია იმედი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 „ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც აქ არის შეკრებილი, თანხმდება, რომ იქნება მწვავე რეაგირება, თუ ხელისუფლება საბოლოოდ გადაწყვეტს „რუსთავი 2“–ის დახურვას. სახელისუფლებლო პარტია არის მარგინალური ძალა,"- განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პოლიტიკური პარტიების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაშიც ათი არასაპარლამენტო და ორი პარლამენტის ოპოზიციური პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, საპარლამენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან და თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„რუსთავი 2“–ის საკითხი დღეს ყველაზე მწვავედ დგას. იქიდან გამომდინარე, რომ მედია საარჩევნო გარემოსა და თავისუფალი სივრცის განუყოფელი ნაწილია, ბუნებრივია, ეს განხილვის საგანი იქნება დღესაც და ხვალაც“, – განაცხადა არასაპარლამენტო პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: რუსთავი 2 დეზინფორმაციას ავრცელებს

რუსთავი 2"–ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარი და ასევე ტელეკომპანიის უძრავი ქონების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ხალვაში ასევე მოითხოვდა ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. 

სექტემბერში „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა თავიანთი მოთხოვნები გაზარდეს და საავტორო უფლებებისათვის დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარი მოითხოვეს.

ასევე, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე  დაყადაღებულია შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება, რომელიც „რუსთავი2“–ის 51%–იან წილს ფლობს. 


ყველა ახალი ამბავი
0