458 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმი დაუბრუნდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძოდ, ფიზიკურ პირს, რომლის ხელფასი ან მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში 1,8-6 ათას ლარს შეადგენს, სახელმწიფო 360 ლარს უბრუნებს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. 458,6 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს დაუბრუნდა დაუბეგრავი მინიმუმი 125,8 მილიონი ლარის ოდენობით, იტყობინება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 

 ამ თანხების დაბრუნების პროცესი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან დაიწყო. საქართველოს  იმ მოქალაქეებს, რომელთა დარიცხული შემოსავალი 2014 წელს 6 ათას ლარს არ აღემატებოდა,  360 ლარამდე თანხა დაუბრუნდათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით.

ლარი - Sputnik საქართველო
საგადასახადო შემოსავლებმა ბიუჯეტში წლის დასაწყისიდან 5910,2 მლნ ლარი შეადგინა

 1 აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  ვებ-გვერდზე გააქტიურდა დეკლარაციის სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც იწყებოდა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. მოქალაქეებს შეეძლოთ შეევსოთ სპეციალური დეკლარაციები 30 სექტემბრის ჩათვლით, იტყობინება საქართველოს საგადასახადო უწყება. 

 კერძოდ, ფიზიკურ პირს, რომლის ხელფასი ან მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში 1,8-6 ათას ლარს შეადგენს, სახელმწიფო 360 ლარს უბრუნებს, ხოლო თუ მოქალაქემ 1,8 ათას ლარზე ნაკლები მიიღო შემოსავლის სახით, მას წლის განმავლობაში მიღებული თანხის 20% უბრუნდება. 

 2014  წელს 470 ათასზე მეტმა ადამიანმა ჯამში 130 მილიონი ლარი მიიღო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0