საგადასახადო შემოსავლებმა ბიუჯეტში წლის დასაწყისიდან 5910,2 მლნ ლარი შეადგინა

© фото - public domainლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6 909,6 მლნ ლარი, რაც 2015 წლის ხარჯების გეგმის 95,6%-ს შეადგენს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ეს მაჩვენებელი 2015 წლის წლიური გეგმის 7 820 მლნ ლარის 75,6%-ს შეადგენს და  602,3 მლნ ლარით, 11,3%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მონაცემებს, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

 უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა 15,3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 0,21%-ს შეადგენს. 

 სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 118,0 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 2,2%-ია (გეგმა —5 484.6 მლნ; საკასო — 5 602,6 მლნ)

 საგადასახადო შემოსავლების შესრულებამ წლიური გეგმის — 7 400 მლნ ლარის მიმართ შეადგინა 75,7%.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

 9 თვეში წინა წელთან შედარებით გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ ლარით, 11,2%-ით მეტი.

 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6 909,6 მლნ ლარი, რაც გეგმის (7 208,1 მლნ ლარი) 95,6%-ს შეადგენს.

 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადმა ნაშთმა შეადგინა 783,7 მლნ ლარი, რაც გეგმას 314,1 მლნ ლარით აღემატება.

 წლის დასაწყისთან შედარებით ნაშთის დაგროვებამ დამატებით 349,3 მლნ ლარი შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0