თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რთველი კახეთში ფაქტობრივად დასრულდა და რაჭაში კვლავ გრძელდება.
13 ოქტომბრისათვის გადამუშავებულია 133,8 ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეთა შემოსავალმა 92,3 მილიონი ლარი შეადგინა.
გადამუშავებულია დაახლოებით 72,4 ათასი ტონა „რქაწითელი“, 44,5 ტონაზე მეტი „საფერავი“, 3 ათასი ტონა — „კახური მწვანე“, 463 ტონა —„ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“(რაჭაში) და 13,5 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.
16 ათასამდე მევენახემ უკვე ჩააბარა თავისი მოსავალი ღვინის კომპანიებს. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში დაახლოებით 133 ათასი ღვინის კომპანია იყო ჩართული, მათ შორის 20-მდე სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული კომპანია, რომლებიც ყურძნის ნამეტ მოსავალს იმ რაიონებში იძენდნენ, სადაც ღვინის კომპანიები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი ყურძნის შეძენით.
ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. „რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა
„რთველი 2015“-ის ფარგლებში, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირებისა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება „რქაწითელის“, „კახური მწვანესა“ და „საფერავის“ სუბსიდირებაზე, რაც სახელმწიფოს მინიმუმ 30 მილიონი ლარი დაუჯდება.