თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ტაძრებში ლოცვას მორწმუნენი დღისა და ღამის საათებში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგიის დროს ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს.
საქართველოში 14 ოქტომბერს რელიგიურ დღესასწაულს —მცხეთობა-სვეტიცხოვლობას ზეიმობენ.
„დღეს მინდა კურთხევა მივცე, რომ ნებისმიერ მორწმუნეს საქართველოს ტაძრებში და განსაკუთრებით სვეტიცხოველში 24-სთ-ნი ლოცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება სვეტიცხოველში შევიდეს და ილოცოს. დაე, უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი“, — განაცხადა პატრიარქმა.
სვეტიცხოვლობას საქართველოში წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღნიშნავენ.
საქართველოში სვეტიცხოვლობის დღსასწაული უქმე დღედ არის გამოცხადებული.