პრემიერი: ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ გააერთიანოს თავისი სამშობლო

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 14 ოქტომბერს რელიგიურ დღესასწაულს -მცხეთობა-სვეტიცხოვლობას ზეიმობს.

თბილისი, 14 ოქტომბერი  – Sputnik. ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ გააერთიანოს თავისი სამშობლო, განაცხადა სქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში  გამართული საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს.

საქართველოში 14 ოქტომბერს რელიგიურ დღესასწაულს —მცხეთობა-სვეტიცხოვლობას ზეიმობს.

„ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას. დღეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქრისტიანისთვის და მართლმადიდებლისთვის. მინდა, ყველას გისურვოთ სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და როგორც ჩვენმა უწმინდესმა აღნიშნა, გამთლიანება ჩვენი ქვეყნის და, პირველ რიგში, ჩვენი ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველოში სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

„ თქვენ აერთიანებთ და ამთლიანებთ მთელს ერს, ჩვენს გამორჩეულ ერს. თქვენ ხართ მართლაც მაგალითის მიმცემი ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას", — მიმართა პრემიერმა პატრიარქს. 

სვეტიცხოვლობას საქართველოში წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღნიშნავენ.

სვეტიცხოველი მცხეთაში უძველესი ტაძარია, რომელიც 1010-1029 წლებში მე-4 საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. ასეთი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია მე-15-17 საუკუნეებში ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0