დავით მუჯირი სფფ-ის გენერალურ მდივნად დაინიშნა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialდავით მუჯირი
დავით მუჯირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით მუჯირმა ამ თანამდებობაზე დიმიტრი მუჯირი შეცვალა, რომელიც ფედერაციაში აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლო ერთი თვე მუშაობდა. ეს პოსტი რევაზ არველაძეს ეკავა, თუმცა მან ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნული თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 14 ოქტომბერი  — Sputnik. დავით მუჯირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე იქნა მიღებული.

37 წლის დავით მუჯირმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ლოკომოტივში“ გადავიდა. 1999 წელს ნახევარმცველმა დატოვა საქართველოს ჩემპიონატი და საფეხბურთო მოღვაწეობა საზღვარგარეთ გააგრძელა. იგი გამოდიოდა „შერიფის“ (მოლდავეთი), „შტურმის“ (ავსტრია), რუსეთის „ლოკომოტივის“ და იაპონიის „სანფრეჩე ჰიროსიმას“ სახელით. 

მუჯირისთვის ბოლო კლუბი „ზესტაფონი“ იყო, სადაც 24 მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.  საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი გუნდ „ზესტაფონის“ მწვრთნელი გახდა, მოგვიანებით კი „სამტრედიის“ გუნდის დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

ლევან კობიაშვილი (ცენტრში) - Sputnik საქართველო
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დავით მუჯირმა ამ თანამდებობაზე დიმიტრი მუჯირი შეცვალა, რომელიც ფედერაციაში აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლო ერთი თვე მუშაობდა. ეს პოსტი რევაზ არველაძეს ეკავა, თუმცა მან ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნული თანამდებობა დატოვა.

სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0