ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

© Сайт Левана Кобиашвилиლევან კობიაშვილი (ცენტრში)
ლევან კობიაშვილი (ცენტრში) - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახურული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ლევან კობიაშვილს თავისი ხმა 18-მა დელეგატმა მისცა, ხოლო რევაზ არველაძეს - 15-მა. სფფ-ს პოსტზე წარდგენილმა მესამე კანდიდატმა - მამუკა კვარაცხელიამ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. 

 დახურული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ლევან კობიაშვილს თავისი ხმა 18-მა დელეგატმა მისცა, ხოლო რევაზ არველაძეს — 15-მა. სფფ-ს პოსტზე წარდგენილმა მესამე კანდიდატმა — მამუკა კვარაცხელიამ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. 

 კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე ზვიად სიჭინავა შეცვალა, რომელიც ქართულ ფეხბურთს 6 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის აგვისტოში,  „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის უეფას სუპერ თასის მატჩის დასრულებისთანავე, სიჭინავამ განაცხადა, რომ ვადამდე ტოვებს სფფ-ს პრეზიდენტის პოსტს. 

ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისის ოლიმპიური სოფლის მერი ლევან კობიაშვილი გახდა

 თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, 1993-1997 წლებში კობიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა „ავაზას“, „მეტალურგის“, „დინამო“ თბილისის შემადგენლობაში.  ერთი სეზონი ვლადიკავკაზის „ალანიაშიც“ ითამაშა. შემდეგ კარიერა გერმანიაში განაგრძი, სადაც 16 წლის მანძილზე გერმანიის ჩემპიონატში მონაწილეობდა „ფრაიბურგის“, შალკე 04“ და „გერტას“ კლუბებში. 

 კობიაშვილი საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენია. ეროვნულ ნაკრებში მან 100 მატჩი ითამაშა და 12 გოლი გაიტანა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0