თბილისის ოლიმპიური სოფლის მერი ლევან კობიაშვილი გახდა

© photo: Sputnikღარიბაშვილი
ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სოფელს ორშაბათს, 20 ივლისს სათავეში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ჩაუდგა,  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 „ლევან კობიაშვილი ჩვენი ქვეყნის სახე იქნება. ის დახვდება 50 ქვეყნიდან ჩამოსულ 4 ათასზე მეტ სპორტსმენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი გახდება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის გახსნაზე.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0