საქართველოს პრემიერმა წამყვანი ტელეარხები გააკრიტიკა

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"არ არის სფერო რომელშივ სერიოზული მიღწევები არ გვაქვს. მოსახლეობა თუ შეადარებს დაინახავს ძალიან დიდ სხვაობას იმ საქმეებთან რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა“, - აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართული მედია არასაკმარისად აშუქებს საქართველოს მთავრობის მოღვაწეობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 13 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

 „დღეს საქართველოში პრობლემა არის ინფორმაციის მიღების, იმ სამთავრობო გეგმებზე, სამთავრობო პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. მედიას არ აქვს ინფორმაციის გავრცელების პრობლემა, მოსახლეობამდე ინფორმაციის გავრცელების და მიწოდების პრობლემა გვაქვს ჩვენ, მთავრობას. ამას აკეთებენ, არა მხოლოდ „რუსთავი 2“, არამედ „იმედიც“, „მაესტროც“, „პირველი არხიც“, ყველნი, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ამ მნიშვნელოვანი ამბების აქტიურად გაშუქებით. მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვა გზა — ეს არის დემოკრატიული განვითარების გზა. ", — განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: სახელმწიფო „რუსთავი2“-ისთვის დავაში არ მონაწილეობს

 „ყველა სფეროში ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს და თვის ბოლოსთვის ვაპირებ წარმოვადგინო სამწლიანი ანგარიში, რომელშიც დაწვრილებით, სფეროების მიხედვით ვისაუბრებ ჩვენო მთავრობისა მიღწევებზე. არ არის სფერო რომელშივ სერიოზული მიღწევები არ გვაქვს. მოსახლეობა თუ შეადარებს დაინახავს ძალიან დიდ სხვაობას იმ საქმეებთან რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა“, — აღნიშნა პრემიერმა. 

 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სააკაშვილის ხელისუფლება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა. 


ყველა ახალი ამბავი
0