ქართულ-ოსურმა სამეცნიერო ცენტრმა მუშაობა დაიწყო

© https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity?fref=photoქართულ-ოსურმა სამეცნიერო ცენტრმა მუშაობა დაიწყო
ქართულ-ოსურმა სამეცნიერო ცენტრმა მუშაობა დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრმა კონფერენცია გამართა „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“ .

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ-ოსური ურთიერთობები განიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, იტყობინება ქართული მედია სამშაბათს, 13 ოქტომბერს. 

 კონფერენციის „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების  პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“  მთავარი მიზანია — ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ასევე საერთო ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას. 

 „ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ოს თანამემამულეებთან ურთიერთობისათვის“, — თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფია შამანიდიმ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს“

 კონფერენციის მუშაობაში  მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევარებმა, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. 

 ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0