ღარიბაშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს“

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს საქართველოს მიმართ თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი გახდება.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს საქართველოს მიმართ თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

 „რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება არ ხორციელდება ჩვენი ტერიტორიების დათმობისა და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი საბოლოოდ შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის ხელსეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი გახდება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. 

 საქართველოს პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან ბრალი დასდო რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებასა და  საქართველოს ტერიტორიის „მცოცავ ანექსიაში“. 

 „ამ ყველაფრის ტრაგიკული შედეგი ის არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, ფუნდამენტალური უფლებები და ადამიანის თავისუფლება წაართვეს“, — განაცხადა პრემიერმა. 

 „მიუხედავად ამისა, საქართველო ცდილობს განახორციელოს კონსტრუქციული ნაბიჯები, რათა ბიძგი მისცეს თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო, სატრანსპორტო, ტურიზმის და სხვა სფეროებში, სადაც შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობების განვითარება“, — განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. 


ყველა ახალი ამბავი
0