თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის 30 სექტემბერისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2 მლრდ 464,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1,1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2015 წლის 31 აგვისტოს მაჩვენებელზე, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები 2 მლრდ 257,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ფასიან ქაღალდებში განთავსებული – 1 მლრდ 560,5 მლნ აშშ დოლარს, უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე – 697,3 მლნ აშშ დოლარს. SDR-ში განთავსებული სახსრების მოცულობა 206,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სარეზერვო პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში 14,0 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 235,1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.