თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის სემდეგაც განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მზად არის ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის უფრო აგრესიული პოლიტიკა გაატაროს.