ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციისთვის უფრო აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს

გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ - ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1,7542 GEL/$1 იყო, ხოლო 2015 წლის 22 სექტემბერს - 2,4499 GEL/$1.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის უწყებამ უფრო აგრესიული პოლიტიკა უნდა გაატაროს.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ — ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1,7542 GEL/$1 იყო, ხოლო 2015 წლის 22 სექტემბერს — 2,4499 GEL/$1.

„რადგანაც მივიჩნევთ, რომ ლარის კურსმა დღეს თავის პიკს მიაღწია და მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები გადაწყვეტილია, მზად ვართ, აუცილებლობის შემთხვევაში, უფრო აგრესიული პოლიტიკა გავატაროთ და გავაკეთებთ ამას“, — განაცხადა ქადაგიძემ 21 სექტემბერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ განუცხადებია, თუ რა საშუალებებით გეგმავს ლარის ვარდნის შეჩერებას.


ყველა ახალი ამბავი
0