NDI: საქართველოში გამოკითხულთა 66% უმუშევარია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულ უმუშევართა შორის 24% პენსიონერია და არ არიან დაინტერესებულნი სამსახურის მოძიებით; 2% - პენსიონერია, რომელთაც სურთ სამსახურის მოძიება და 1% სამსახურის მოძიებით დაინტერესებული პირია, რომელნიც ამჟამად არ ეძებენ სამსახურს.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოსახელობის უმეტესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს, ამას მოწმობს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვა, რომელიც ორშაბათს, 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

 გამოკითხულთა 66% თვლის რომ დაუსაქმებელია, ხოლო 34 % — დასაქმებული. ამასთან გამოკითხვაში „დასაქმებულად“ ითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს სამსახური, რომელსაც მოაქვს შემოსავალი. ეს არიან ისინიც, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, აქვს პფოცოალური ან არაოფიციალური სამუშაო, ან თვითდასაქმებულია. 

 66%-იდან, ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, 39% —მა აღნიშნა, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს. 7% უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის მოძიებაში, მაგრამ ამ დროისათვის არ ეძებს სამსახურს. 6 % უმუშევარია,  რომელთაც არ აინტერესებთ სამსახურის მოძიება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით შეშფოთებულია

 გამოკითხულ უმუშევართა შორის 24% პენსიონერია და არ არიან დაინტერესებულნი სამსახურის მოძიებით; 2% — პენსიონერია, რომელთაც სურთ სამსახურის მოძიება და 1% სამსახურის მოძიებით დაინტერესებული პირია, რომელნიც ამჟამად არ ეძებენ სამსახურს. 

 გარდა ამისა,  2% უმუშევართა რიცხვიდან უნარშეზღუდული პირები არიან; 5% — სტუდენტები; 12% — დიასახლისები; ხოლო 1% — შემოხაზა გრაფა „სხვა“.

 NDI-ს კვლევებს საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აწარმოებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0